ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროტესტის ახალი ფორმა. პარტიამ ამჯერად მასობრივი შიმშილის გზა აირჩია და მათსავე ოფისთან კარვებიც გაშალეს. ათეულობით ადამიანმა გადაწყვიტა შიმშილობა. პროტესტის უკიდურეს ფორმას კი მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი ლიდერი საპატიმროს არ დატოვებს.