მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ვიწყებთ მასობრივ შიმშილობის აქციას" - ნიკა მელია

21 დეკემბერი 2021, 19:56 1319 ნახვა

"ვიწყებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას"- ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე განცხადებით, შიმშილობის აქცია იქამდე გაგრძელდება სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

"მე მეგობრებთან ერთად, ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიქნებით იმაზე მეტი, ვიდრე მავანს წარმოუდგენია, მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის ვიწყებთ ახალ საეტაპო ბრძოლას და დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, ეს კონსტიტუციური უფლებაა, ეს არაძალადობრივი მეთოდია პროტესტის გამოთქმისა, მაგრამ მძიმეა. ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მე შეიძლება, ბევრ ადამიანს არ გამოვადგე რჩევის გასაცემად და ვერავის დავალადებულებ,რომ გადადგას ეს მძიმე ნაბიჯი, მაგრამ აქვე დავძენ, რაც უფრო მასობრივი იქნება, რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი იქნება უფრო მალე პოზიტიური.

მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ არ ვეგუებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვედ აყვანას. ჩვენ ამ მასობრივ შიმშილობას ვიწყებთ კახეთის გზატკეცილზე, ჩვენი ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვიქნებით ბევრნი",- განაცხადა ნიკა მელიამ.

მოშიმშილეები კახეთის გზატკეცილზე, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან განთავსდებიან.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი