მოსახლეობა ბათუმის მერიას დახმარებას სთხოვს

21 დეკემბერი 2021, 18:26 1340 ნახვა

ბათუმში, ტაბიძის 17 -ა ნომერში მცხოვრები მოსახლეობა მერიას დახმარებას სთხოვს. მათი განცხადებით, გაუმართავი  საკანალიზაციო სისტემის გამო 9 სართულიანი კორპუსში საკანალიზაციო სისტემა გაუმართავია და სარდაფში ანტისანიტარიას იწვევს, დგას უსაომოვნო სუნიც. ამბობენ, რომ მერიის შესაბამის სამსახურს 6 თვის წინ მიმართეს, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა. საქალაქო ინსფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში განმარტავენ, რომ მოსახლეობის პრობლემას იცნობენ, შემუშავდა პროექტი, რომლის მიხედვითაც მერია სამუშაოების განხორციელებას 2022 წელს გეგმავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი