საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ117 მონაკვეთზე, - გოდერძის უღელტეხილზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
უწყების ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. 21-23 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ძლიერი ქარი.