შოთა ზოიძე ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს

21 დეკემბერი 2021, 15:13 1732 ნახვა

პოეტი, მეცნიერი, ესეისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე პროფესორი  შოთა ზოიძე დღეს დაკრძალეს. ის უკანასკნელ გზაზე ოჯახმა , მეგობრებმა და საზოგადოებამ ბათუმის ღვთისმშობლის  შობის საკათედრო ტაძრიდან გააცილეს.  შოთა ზოიძე ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ კორონავირუსით 79 წლის წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი წლების განმავლობაში იყო  გაზეთ „აჭარის“ რედაქტორი.  აჭარის ტელერადიოდეპარტამენტის დირექტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე და აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ემერიტუს პროფესორის წოდების მფლობელი. დაჯილდოვებულია  ღირსების ორდენით.  შოთა ზოიძე იყო  ბათუმის საპატიო მოქალაქე, იგი   ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი