დევნილთა სააგენტომ იძულებით გადაადგილებული პირების განსახლების მექანიზმი შეცვლა. სააგენტოს ინფორმაციით, ცვლილებები დევნილი ოჯახების ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა, სოფლად სახლის შესყიდვის პროცედურა კი, დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, გამარტივდა. ადმინისტრაციული დაპირების მქონე დევნილებს შესაძლებლობა ექნებათ საცხოვრებელი ბინები თავადვე შეარჩიონ.