სასწავლებლების დაფინანსების წესი იცვლება

14 დეკემბერი 2016, 00:00 3202 ნახვა

“ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტის მიხედვით, კერძო სკოლების დაფინანსების საკითხი შეიცვლება და მთავრობას მიენიჭება უფლება, დაამტკიცოს კერძო სკოლების დაფინანსების წესი და პირობები. ამის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კერძო სკოლებს დააფინსებს. ასევე, მოსწავლისა და მასწავლებლის დისცპლინური დევნა იმ ქმედებისთვის, რომელიც სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს განხორციელდა, სკოლის დასაბუთებული ინტერესის შემთხვევაშიც კი ვერ განხორციელდება. მოქმედი კანონმდებლობით, ახლაც დაუშვებულია მოსწავლებლის ან მასწავლებლის დისციპლინური დევნა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი.

ამავე კატეგორიაში