პრემიერის განცხადებით ქართულმა ოცნებამ საქმიანი და მშვიდობიანი საარჩევნო კამპანია ჩაატარა, მოსახლეობას მასშტაბური და ამავდროულად რეალისტური, დროში გაწერილი გეგმები წარუდგინა და 63 მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, რომელიც ოპოზიციამ რეფერენდუმად გამოაცხადა და წინასაარჩევნო პროცესში სიცრუისა და ძალადობის მთელი რესურსი ჩადო.მისი თქმით მისი პრემიერად დანიშვნის შემდეგ მოხერხდა პოლიტიკური გარემოს დასტაბილურება და ეს მომავალშიც გაგრძელდება, რათა პოლიტიკური პოლარიზაცია, რომელიც მისი თქმით მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან პროვაკციების ბრალია მალე დასრულდება. ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო ურთიერთობებს პრემიერის თქმით საქართველო ისე ახლოსაა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან როგორც არასდროს