საოკუპაციო რეჟიმმა რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ სოხელ წინაგარასთან დაკავებულ ერთ-ერთ პირს ერთთვიანი, ხოლო მეორეს ორთვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას სუს-ი ადასტურებს
"17 დეკემბერს „ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებულ ვლადიმერ კანიაშვილს ერთთვიანი, ხოლო კახაბერ ნათაძეს ორთვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა“, - განაცხადეს სუს-ში.
ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს.