თბილისის საქალაქო სასამართლოში თემურ ალასანიას გამოკითხვა მიმდინარეობს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბიძა ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს.
ალასანიას თქმით, საჭიროების შემთხვევაში საკუთარ უფლებებს იმ ქვეყანაში დაიცავს, რომლის მოქალაქეც არის.
''ვესაუბრე ამერიკის კონსულს და პოლიტიკურ მრჩეველს, ჩემს ადვოკატებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოვიდე და გავიგო რა პრეტენზიები აქვთ, გამოძიება რაზე მიმდინარეობს, ამის მიხედვით გადავწყვიტავთ რა პოზიცია დავიჭირო. არცერთი ჩანაწერი ავთენტიკური არ არის, ამათ ექსპერტიზას მე არ ვენდობი და ამიტომ ამაზე შინაარსობრივად არანაირ განცხადებას არ გავაკეთებ.
მე გამოძიებაზე არანაირი მოთხოვნა არ შემიტანია. თუ ჩემი უფლებები დაირღვა, უნდა მოვითხოვო მათი დაცვა და მოვითხოვ იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც ვარ. ანუ ამერიკაში.
ეს არის პოლიტიკური პიარი. ეს არის უხეში მცდელობა გადაიტანონ ძირითადი კრიზისული სიტუაციიდან ყურადღება. ასევე რაც გამოწვეული მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური დევნით“, - აღნიშნა თემურ ალასანიამ.
რაც შეეხება შეკითხვას, უკავშირდება თუ არა მისი ჩამოსვლა 21 დეკემბერს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას, ალასანიას განმარტებით,ის სააკაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.
''ჩამოვედი რომ ჩემს დას დახმარება გავუწიო და მორალურად გვერდით დავუდგე. მიშას დაბადების დღე ავღნიშნოთ. აქცია მე არ ვიცი და არ მაინტერესებს. თქვენ ცხოვრობთ ამ პრობლემებით, მსოფლიო სხვა პრობლემებით ცხოვრობს'' - განაცხადა ალასანიამ
თემურ ალასანია საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა. საგამოძიებო უწყება მას გუშინვე დაუკავშირდა და გამოკითხვაზე დაიბარა.