ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მათი მართვის ქვეშ მყოფი 3 კომპანიის სახელით, ურთიერთშორის მოახდინეს 249 ათას 900 ლარის ღირებულების საპროექტო მომსახურების მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გაწერა.