ევროპარლამენტის რეზოლუცია

17 დეკემბერი 2021, 11:45 977 ნახვა

ევროპარლამენტარები რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვენ. უკრაინის შესახებ რეზოლუცია ევროპარლამენტმა 548 ხმით 69-ის წინააღმდეგ მიიღო. ევროპარლამენტი გმობს უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების ზრდას; კრემლისგან სამხედრო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანას და მუქარის შეწყვეტას მოითხოვს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი NATO-სთან კოორდინაციით, რუსეთისთვის მძიმე ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებზე იქამდე უნდა შეთანხმდეს, სანამ რუსეთი უკრაინაში ისევ შეიჭრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი