მიღება პრეზიდენტთან-არის თუ არა პოლიტიკური შერიგების პერსპექტივა?

17 დეკემბერი 2021, 11:41 1044 ნახვა

,,სალომე ზურაბიშვილს აქვს მცდელობა  მიაღწიოს შეთანხმება პოლიტიკოსებს შორის და ამით ისტორიაშიც შევიდეს“-ეს გუშინ პრეზიდენტთან და პოლიტიკოსებთან შეხვედრის შემდეგ  ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის შთაბეჭდილებაა, თუმცა მეორე ნაწილს პრეზიდენტის შუამავლობისა და ძალისხმევის არ სჯერა, რადგანაც მიაჩნიათ, რომ  სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკური წონა არ აქვს.  შესაბამისად მიაჩნიათ, რომ დაწყებულ პროცესს პერსპექტივა არ აქვს.  პარტიების შესარიგებლად  დიალოგი შესაძლოა დაიწყოს და წინ კიდევ ფორმალური შეხვედრებია,  მაგრამ ოპოზიციას არ აქვს იმედი,რომ  მმართველი ძალა პრეზიდენტის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ პოლიტიკური ტემპერატურის დაწევა წინაპირობის გარეშე შეუძლებელია. და რომ, შეთანხმება რთული აღმოჩნდება  თუ ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი მიხეილ სააკშვილის გათავისუფლება იქნება. 

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში