17 ნოემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 229 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 38 624 საიდანაც: 5 798 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 497. მძიმე პაციენტია 118, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 30 პირი.
1 107 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 692 - თბილისში, 263 - აჭარაში. 31 719 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 1.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 240 ადამიანი.