არჩევნების შედეგების პატივისცემა მომავალი თანამშრომლობის ერთ-ერთი საფუძველია - არჩილ თალაკვაძე

16 დეკემბერი 2021, 23:48 763 ნახვა

მიგვაჩნია, რომ არჩევნების შედეგების პატივისცემა და  სამართლიანი შეფასებები,  არის ერთ-ერთი საფუძველი პოლიტიკური სისტემის და მომავალი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ორბელიანების სასახლესთან პრეზიდენტისა და პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა.

"მიგვაჩნია, რომ არჩევნების შედეგების პატივისცემა, სამართლიანი შეფასებები, რაზეც პრეზიდენტმა გააკეთა აქცენტი, არის საფუძველი პოლიტიკური სისტემის და მომავალი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ამოცანები, როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკაში. იყო საუბარი, რომ პანდემიის დასრულება და ეკონომიკის აღდგენა დღეს შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით არის პრიორიტეტული. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ასევე საერთო ამოცანა, რომელზეც ჯანსაღ პოლიტიკური პარტიებს უნდა ჰქონდეთ საერთო პოზიცია – ეს ყოველთვის ჩვენც მიგვაჩნდა, რომ ასეა, ამიტომ „ქართული ოცნება“ იმ დემოკრატიული რეფორმების შემდეგ, რაც ჩვენ გავატარეთ, მომდევნო წლების განმავლობაშიც, მაქსიმალურად უზრუნველყოფს პარლამენტშიც, ყველა პოლიტიკური ფორმატშიც ჯანსაღ თანამშრომლობას ეროვნული ინტერესების გარშემო“, - განაცხადა თალაკვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი