ქვეყანა, რომელიც არ არის გაერთიანებული შიგნით, ვერ ისაუბრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - პრეზიდენტი

16 დეკემბერი 2021, 20:15 999 ნახვა

მიუღებელია ის, რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე, მაგრამ რეალურად არ არსებობს რეალური სამოქმედო გეგმა და ვერც იქნება, რადგან ქვეყანა, რომელიც არ არის გაერთიანებული შიგნით, ვერ ისაუბრებს თავისი ოკუპირებული ტერიტორიების გაერთიანებაზე - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიებისთვის გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხდა.

"ოკუპაცია, რომელზედაც პრაქტიკულად აღარ ვსაუბრობთ, დრო და დრო ვამბობთ, რომ მიუღებელია ის, რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე, მაგრამ რეალურად გეგმა იმის, თუ როგორ დავძლიოთ, არ არსებობს რეალური გეგმა, სამოქმედო გეგმა. ვერც იქნება, იმიტომ, რომ ქვეყანა, რომელიც არ არის გაერთიანებული შიგნით, ვერ ისაუბრებს თავის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გაერთიანებაზე. ეს არის ანა-ბანა. ჩვენც ყველამ კარგად ვიცით, რომ პირველი უნდა იყოს მაგალითი ძლიერი ქვეყნის, გაერთიანებული ქვეყნის, ქვეყნის, რომელმაც იცის, საით მიდის, რა არის მისი პერსპექტივა, იმისთვის, რომ ეს პერსპექტივა, ეს ერთიანობა დავანახოთ ჩვენ აფხაზ და ოსებს და იმათ ვაჩვენოთ, რომ ეს არის ნამდვილი გზა, რომელიც მათაც მიიყვანთ წინ და მათაც მისცემთ პერსპექტივას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში