დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი გაიზარდა და 1 368.5 ლარი შეადგინა – საქსტატი

16 დეკემბერი 2021, 15:36 1059 ნახვა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 129 ლარით გაიზარდა და 1 368.5 ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, ქალების საშუალო ხელფასი 1106.4 ლარით, ხოლო კაცების - 1 612.1 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 128.2 ლარი (13.1%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 139.6 ლარი (9.5%).

საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

III კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 149.7 ლარით (11.5%) გაიზარდა და 1 455.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების, ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების დარგებში ფიქსირდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი