13 ხმით ერთი წინააღმდეგ აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ესწრებოდნენ.
აჭარის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 39 800 000 ლარით გაიზარდა და 454 000 000 ლარს მიაღწია.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტი ძირითადად საშემოსავლო გადასახადების რაოდენობის მატების შედეგად გაიზარდა.
იუჯეტის დამტკიცებამდე უმაღლესმა საბჭომ 6 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე იმსჯელა და ვადაზე ადრე მანდატების შეჩერებას მხარი არ დაუჭირა.