ქობულეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიების სააგენტოში ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების ნახატების გამოფენა-კონკურსი გაიმართა. წარმოდგენილი 80-მდე ნამუშევარი გარემოს დაცვის საკითხებზე იყო შექმნილი, მონაწილეებს პრიზები გადაეცათ. გამოფენის მიზანია გარემოსდაცვის საკითხებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება. პროექტის ორგანიზატორი აცხადებს, რომ ქობულეთის დაცული ტერიტორიების ლანდშაფტის დაცვა, ზღვისპირა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. პროექტი ევროკავშირის შავიზღვისპირა ქვეყნების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.