ხულოს 2022 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია საკრებულოს გადაეგზავნა

16 დეკემბერი 2021, 11:50 1046 ნახვა

17 მილიონ 695 620 ლარი იქნება ხულოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი, რაც  4 მილიონი ლარით მეტია ვიდრე იყო გასულ წელს. თანხების დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება, რაც წელსაც თვითმმართველობის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა.  გაგრძელდება  განათლების ხელშეწყობაც. მერია  მომავალ წელს  24 სხვადასხვა პროგრამას განახორციელებს, მათ შორისაა  ერთი ახალი, რომელიც  ,,შშმ პირების ასისტენტით მომსახურებას“ გულისხმობს. წელსვე  ყინჩაურსა და აგარაში დაგეგმილია საბავშვო ბაღების მშენებლობა.  ბიუჯეტის  კორექტირებული ვარიანტი მერიამ საკრებულოს უკვე გადაუგზავნა, თუმცა გათვალისწინებულ შენიშვნებში ვერ მოხვდა ტბელ აბუსერისძის ძეგლის დადგმა, რომელსაც გახარიას პარტია ხულოს ცენტრში ითხოვდა. ისინი  მმართველ გუნდს მიმართავენ, რომ  დაბაში სპორტული ინფრასტრუქტურა მოაწესრიგონ. ბიუჯეტში გაწერილ პროექტებთან  დაკავშირებით ენმ-ს შენიშვნები არ აქვს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი