ბრიუსელში აღმოსავლეთის პარტნიორობის მე-6 სამიტზე ევროკავშირის ხელმძღვანელებმა ხუთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ლიდერებს უმასპინძლეს მოსკოვთან მზარდი დაძაბულობის ფონზე. აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილეობენ სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.”ევროკავშირი ყველა აღმოსავლელი პარტნიორის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის ერთგული რჩება. ვადასტურებთ წინა სამიტებზე და ორმხრივ შეთანხმებებში აღებულ ვალდებულებებს. ამ გზაზე, პროგრესისა და მხარდაჭერისთვის აუცილებელ პირობად რჩება ჩვენი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგი და გაძლიერებული თანამშრომლობა, - ამის შესახებ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ დეკლარციაშია აღნიშნული. დეკლარაციის თანახმად, თანამშრომლობის ფარგლებსა და სიღრმეს შესაბამისი შეთანხმებები განსაზღვრავს და გაგრძელდება როგორც ევროკავშირის, ისე პარტნიორების ამბიციებისა და საჭიროებების, ასევე რეფორმების ტემპისა და ხარისხის მიხედვით. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებსა და სიღრმეს შესაბამისი შეთანხმებები განსაზღვრავს და გაგრძელდება როგორც ევროკავშირის, ისე პარტნიორების ამბიციებისა და საჭიროებების, ასევე რეფორმების ტემპისა და ხარისხის მიხედვით.