მოუთმენლად ველი ევროკავშირთან ჩვენი ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადასვლას - პრემიერი

15 დეკემბერი 2021, 23:19 778 ნახვა

მოუთმენლად ველი ევროკავშირთან ჩვენი ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადასვლას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ტვიტერში" წერს.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოსთვის, რომელიც ევროკავშირთან სამომავლო პარტნიორობას და შემდგომი ინტეგრაციის გზებთან დაკავშირებულ არსებით დისკუსიებს განსაზღვრავს.

"ჩემთვის დიდი პატივია 2021 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მონაწილეობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოსთვის, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირთან ჩვენს სამომავლო პარტნიორობას და შემდგომი ინტეგრაციის გზებთან დაკავშირებულ არსებით დისკუსიებს. მოუთმენლად ველი ევროკავშირთან ჩვენი ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადასვლას”, - წერს პრემიერ-მინისტრი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი