ქვეყნისთვის დიდი დარტყმაა, როდესაც პოლიტიზირებული პროცესები გრძელდება, ოპოზიცია იქნება კოორდინირებული - ხოშტარია 

15 დეკემბერი 2021, 16:23 774 ნახვა

ოპოზიციის ლიდერები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ გაფართოებული შეხვედრა გამართეს, რომელსაც არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. 

"დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიცია იქნება კოორდინირებული. დაისახა მოკლე და გრძელვადიანი ამოცანები. 

მისივე თქმით, ხვალ ოპოზიციის წევრები მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესს დაესწრებიან. ხოშტარია განმარტებით,  ქვეყნისთვის დამაზიანებელია, როდესაც პოლიტიზირებული პროცესები და დაკავებები გრძელდება. 

''პრეზიდენტისგან გვესმის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი პოლარიზაციის დასრულების შესახებ, კითხვითი ნიშნების მიუხედავად გვაქვს ინტერესი და მზაობა ამ თემაზე საუბარი დაიწყოს. ეს ქვეყნისთვის აუცილებელი. ჩვენი მხრიდან ამას არავინ არ დაბლოკავს. მეორეს მხრივ  ვხედავთ, რომ მიმდინარეობს ხელოვნურად დაჩქარებული პოლიტიზირებული პროცესები, რომელიც ჩვენი მოლოდინით მალე მორიგი დაკავებებით დასრულდება.

თუ ''ქართულ ოცნებას'' აქვს ილუზია, რომ ოპოზიცია დასუსტდება ასე არ მოხდება. დღევანდელი შეხვედრაც არის ამის დემონსტრირება, რომ ვართ აბსოლუტურად ერთიანები ამ საკითხში და შეუძლებელია რაიმე კონფლიქტის შემოტანა. გარდა ადამიანური თანამდგომისა ეს ქვეყნისთვის არის დიდი დარტყმა, როდესაც ამ ფონზე გრძელდება პოლიტიზირებული პროცესები. 

შევთანხმდით, ძალიან კონკრეტულ კოორდინირებულ მოქმედებაზე, როგორც საერთაშორისო, ასევე ქვეყნის  შიგნით რეაგირებაზე'' - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი