სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები-ვის არ მოსწონს და რატომ?

14 დეკემბერი 2021, 20:13 816 ნახვა

სათამაშო ბიზნესი ქართული სპორტის სპონსორობის გაუქმებას აანონსებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კანონპროექტი, რომელიც უკვე პარლამენტშია ინიცირებული, მძიმე წნეხის ქვეშ მოაქცევს სათამაშო ბიზნესის სექტორში დასაქმებულ კომპანიებს, რაც ავტომატურად გამოიწვევს ხარჯების ოპტიმიზაციის საჭიროებას და შეუძლებელს გახდის ქართული სპორტის განვითარებაში ინვესტიციების ჩადებას. საქართველოს დაახლოებით მილიონამდე მოქალაქეს აზარტულ და მომგებიან თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალება. პროექტის მიხედვით, აზარტულ და მომგებიან თამაშებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე იზრდება. შეიქმნება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სია. პროექტით სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორისთვის სავალდებულო ხდება ყოველწლიურად მოთამაშეთა ხელახალი სერიფიკაციის განხორციელება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი