ინფრასტრუქტურული სამუშაოები

14 დეკემბერი 2021, 17:50 1355 ნახვა

საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხელვაჩაურში კაპანდიბი-ახალისოფლის მიმართულებით. აჭარის მთავრობის ინფორმაციით,  პროექტის მიხედვით დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, დასრულდა ხიდის რეაბილიტაცია, მოეწყო სანიაღვრე არხები, საყრდენი კედლები. მიმდინარე წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების რეაბილიტაციისათვის და მოვლა-შენახვისთვის 11 მლნ. ლარი დაიხარჯა. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქვედა ჯოჭოში სტიქიის შედეგად დაზიანებულ ობიექტებს. ინფორმაცია და ვიდეო მასალა აჭარის მთავრობამ გაავრცელა.

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში