ხულოს მერია ახალი წლის ღონისძიებებისთვის 12 ათას ლარს დახარჯავს

14 დეკემბერი 2021, 12:02 1085 ნახვა

საახალწლო ღონისძიებებისთვის ხულოს მერია 12 ათას ლარს დახარჯავს. ამ თანხით თვითმმართველობა  ცენტრალური ნაძვის ხის სათამაშოების შეცვლას და რამდენიმე ქუჩის მორთვას გეგმავს.კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 17 დეკემბრამდე უნდა. დაასრულოს.  ცნობილია, რომ ღონისძიება ადგილობრივი ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით გაიმართება. საახალწლო ნობათს მიიღებენ საბავშვო ბაღების აღსაზრდელები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი