კონსულტაციები მიმდინარეობ- ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატზე 

14 დეკემბერი 2021, 11:44 1181 ნახვა

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის ახალ კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. 

​''კონსულტაციები მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა მე მექნება ინფორმაცია, გავაკეთებ შესაბამის კომენტარს. ნებისმიერ შემთხვევაში ვთვლი, რომ კანდიდატი იქნება ღირსეული. მნიშვნელოვანია, რომ მისი მხრიდანაც გადადგმული იყოს მშვიდი, დაბალანსებული და თანმიმდევრული ნაბიჯები, ვინაიდან ჯანდაცვა პანდემიის პერიოდში მოითხოვს ნამდვილად თანაბარი და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას.

არჩილ თალაკვაძე ხშირად ესწრება ჯანდაცვის სხვადასხვა ღონისძიებებს, ვინაიდან მისი ბეგრაუნდი არის სწორედ ჯანდაცვასთან დაკავშირებული. ასევე, მას ჰქონდა გარკვეული გამოცდილება, როდესაც ის პენიტენციურ სამსახურში C ჰეპატიტის მიმართულებით მუშაობდა. აქედან გამომდინარე ამაში არაფერია გასაკვირი. თუმცა ამ ეტაპზე ვერაფერს დაგიდასტურებთ. 

ვიცნობ ნინა კობახიძესაც, ის ერთ- ერთი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს. თამარ გაბუნიას თქმით გუნდში დაპირისპირება არ არის. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი