ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს პოლიტიკური შეთანხმება

13 დეკემბერი 2016, 00:00 3342 ნახვა

''კარგი სიახლე საქართველოს მოქალაქეებისთვის: ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მიღწეულია პოლიტიკური შეთანხმება ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირის საბჭოა“, - ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ  ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. გუშინ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს 20 იანვარს განიხილავს. საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სავარაუდოდ იანვარში უყრიან კენჭს, სავარაუდო თარიღად ევროპარლამენტის დღის წესრიგში 18 იანვარია მითითებული. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი