ბათუმის ვიცე-მერის პოსტზე ლევან დავითაძე დაინიშნა - საკადრო ცვლილებები მერიაში

13 დეკემბერი 2021, 15:34 4071 ნახვა

ბათუმის ვიცე-მერის ვაკანტურ პოზიციაზე ლევან დავითაძე დაინიშნა, იგი ბოლო პერიოდში "ბათუმის წყლის" დირექტორის პოზიციას იკავებდა. საკადრო ცვლილებების შესახებ ბათუმის მერმა დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

არჩილ ჩიქოვანის განცხადებით მას აქვს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება და დარწმუნებულია, რომ წარმატებით გაართმევს თავს ქალაქისთვის სასიკეთო პროექტების განვითარებას.

მერის გადაწყვეტილებით, "ბათუმის წყლის" დირექტორის პოზიციაზე დაინიშნება ალექსანდრე მჟავანაძე, რომელიც ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელის პოზიციზე იყო.

"ის არის პროფესიონალი საჯარო მოხელე, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ის როგორც ბათუმის მუნიციპალიტეტში, ასევე განათლების სამინისტროში მუშაობდა წამყვან პოზიციებზე"- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს პოზიციას დაიკავებს აკაკი ბერიძე, რომელიც ამავე სამსახურში მოადგილის პოსტს იკავებდა.

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის პოზიციაზე დაინიშნა დავით დიასამიძე, რომელიც გამწვანების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა თამაზ სალუქვაძე, რომელიც ბოლო მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.

ბათუმის სპორტული ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა თემურ ხასია.

საცხენოსნო კლუბს უხელმძღვანელებს დურსუნ ბერიძე.

"მე მინდა წარმატებები ვუსურვო იმ ადამიანებს, რომლებიც ახალი პოზიციიდან გააგრძელებენ ჩვენი ქალაქის მსახურებას. ჩვენთვის მნიშნველოვანია, რომ ქალაქის და მოსახლეობის ინტერესები იყოს დაცული და განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლებიც ქალაქს წინ წაიყვანს და დარწმუნებული ვარ ამ გუნდთან ერთად ჩვენ  ბევრ, წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ"-განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი