“Expo 2020 Dubai“ ქართველ დიდოსტატ მოჭადრაკეებს მასპინძლობს

13 დეკემბერი 2021, 14:44 789 ნახვა

„Expo 2020 Dubai“ ქართველ დიდოსტატ მოჭადრაკეებს მასპინძლობს.  საქართველო, მსოფლიოს 191 ქვეყანასთან ერთად  საერთაშორისო გამოფენაში  მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც დღეს   ჭადრაკის დღე აღინიშნება.   დუბაიში იმყოფებიან ქართველი დიდოსტატები  - ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი და სოფიო გვეტაძე, რომლებიც  საერთაშორისო გამოფენის  დამთვალიერებელს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.   ჭადრაკის დღე  „Expo 2020 Dubai“- პანელური დისკუსით გაიხსნა, რომელზეც ქართველმა დიდოსტატებმა ქალთა როლის გაძლიერებაზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. ღონისძიებების ფარგლებში ასევე დაგეგმილია მეგობრული მატჩი ქართველ დიდოსტატებსა და დუბაის კულტურისა და ჭადრაკის კლუბის წევრებს შორის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში