სასწავლო პროგრამა პარაშუტით ხტომის საჩვენებელი ელემენტებით დასრულდა

12 დეკემბერი 2021, 14:56 839 ნახვა

საპარაშუტო მომზადების სკოლაში პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამა საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. სასწავლო პროგრამა თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერის კურსდამთავრებულებმა გაიარეს. საპარაშუტე მომზადების კურსი 3-კვირიან სწავლებას მოიცავდა. პროგრამა, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისგან შედგებოდა, მიწის ზედა მომზადების, საფრენ აპარატში მოქმედებების, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტებით ხტომისა და ჰაერში მოქმედების წესების შესწავლას მოიცავდა. რეინჯერებს თეორიული და პრაქტიკული ტესტებიც ჩაუტარდათ. გაიმართა  პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამის სპეციალისტთა გამოშვების ცერემონიალიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი