ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ მეორე ვადით დავით ასათიანი აირჩიეს. არჩევნები წელს პირველად სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე წინასწარი ონლაინ რეგისტრაციით, ხოლო უშუალოდ არჩევნების დღეს - ოპტიკური სკანერების გამოყენებით ჩატარდა. კენჭისყრაში სულ 1 339 ადვოკატი მონაწილეობდა, აქედან 1194 ხმა სწორედ დავით ასათიანმა მიიღო. ასოციაციის წევრებმა თავმჯდომარესთან ერთად აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებიც აირჩიეს.