მელიას შეთავაზება და პოლიტიკური შეფასებები

09 დეკემბერი 2021, 18:15 841 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობა“ თანახმაა  ოპოზიციის საერთო გამარჯვებისთვის საკრებულოების თავმჯდომარეებად მხარი გახარიას გუნდის კანდიდატებს დაუჭიროს, თუმცა კონკრეტული პირობის სანაცვლოდ.

პირობა ასეთია, რომ  წარმომადგენლობით ორგანოებში  ყველა მნიშვნელოვანი პოზიცია და არა თანამდებობა, უნდა ეკავოს ოპოზიციას.

ნიკა მელია აცხადებს, რომ გახარიას პარტიასთან მათ არაფერი აქვთ საერთო, თუმცა რადგან ამომრჩეველმა  გადაწყვიტა, რომ უმრავლესობა მანდატების მიანიჭა ოპოზიციას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ იყოს ოპოზიციური ერთობა.  ბათუმში, საკრებულოში შესული პარტიები ამბობენ,რომ მიმდინარეობს კონსულტაციები, თუმცა ნიკა მელიას განცხადება არ ეხებოდა ბათუმს, საკითხზე კომენტარები გააკეთეს პარლამენტარებმაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი