ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები

09 დეკემბერი 2021, 11:02 1000 ნახვა

ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაძლიერებული დე ფაქტო ანექსიის პროცესი, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია და საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა - საქართველოს საგარეო უწყება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა მწვავედ დასვეს რუსეთის მიერ დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობის საკითხი. მოლაპარაკებების ფარგლებში, აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლის და მანდატის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განხორციელების აუცილებლობა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდზე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკითხზე ზოგიერთი მონაწილის მიერ შეხვედრის დატოვების გამო დისკუსია ვერ შედგა - ამის შესახებ საუბარია დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადებაში. თანათავმჯდომარეები ყველა მონაწილეს ნდობის გასამყარებლად ძალისხმევის გაზრდისა და დისკუსიებში კონსტრუქციული ჩართულობისკენ მოუწოდებენ. რუსეთი კი რეგიონში უსაფრთხოების დონის ამაღლებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალთან საოკუპაციო ხაზის დელიმიტაცია-დემარკაციაში ხედავს.

ქართული მხარე აცხადებს, რომ ამ საკითხზე მოსკოვის პროვოკაციული განცხადებები ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციისკენაა მიმართული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი