მიხეილ სააკაშვილს ახლა აქვს წნევა, ადამიანი უბრალოდ ვერ მოძრაობს დამოუკიდებლად, ბარბაცით დადის - ის სავარაუდოდ, ვერ შეძლებს ხვალ სასამართლოზე გამოცხადდეს , - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გორის ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.
"მიხეილ სააკაშვილის აქვს წნევა, ვერ მოძრაობს დამოუკიდებლად, ბარბაცით დადის. სავარძლიდან საწოლამდე მანძილი ძალიან პატარაა და სიმყარეს ვერ გრძნობს, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აქვს ისე, რომ დამოუკიდებლად გადაადგილდეს. ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე, ხვალ ის ფიზიკურად ვერ შეძლებს სასამართლოზე დასწრებას. მას გული სწყდება, რადგან სასამართლო არის ერთადერთი შესაძლებლობა, სადაც მას შეუძლია, ეს პლატფორმა გამოიყენოს ტრიბუნად. დასანანია, რომ სავარაუდოდ, ის ვერ შეძლებს გამოცხადდეს სასამართლოზე. ძალიან უნდა, დაესწროს. ის დააკვირდება საკუთარ შესაძლებლობებს დღის ბოლომდე. ამ ეტაპზე ვერ წავა, თუმცა როგორ შეიცვლება ეს მდგომარეობა საათების შემდეგ, არ ვიცი“, - განაცხადა ხერხეულიძემ.