აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 ადამიანის ნეშტი ამოცნობილია.
ოჯახებისთვის ნეშტების გადაცემის დღე ემთხვევა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხატის დღეს, რომელიც დღეს აღინიშნება. გამოსამშვიდობებელი ცერემონია სამების საკათედრო ტაძარში ხვალ გაიმართება.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, მთლიანობაში, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით ჯერაც 2 343 სამხედრო და სამოქალაქო პირი ითვლება დაკარგულად.