საერთაშორისო შეთანხმება

08 დეკემბერი 2021, 11:07 220 ნახვა

ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე Horizon Europe-ის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში, სადაც საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.

საერთაშორისო შეთანხმებას ბრიუსელში მოეწერა ხელი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების საფუძველზე საქართველოს უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შეეძლებათ უხელმძღვანელონ მსხვილ საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმებს, შეიმუშაონ და განახორციელონ საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში