ბათუმში ავარიის დროს დაშავდა შსს-ს მაღალჩინოსანი - ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიება შეჩერებულია და არ ტარდება ექსპერტიზა

07 დეკემბერი 2021, 17:09 4219 ნახვა

ადვოკატი პაატა შავაძე შესაძლო გულგრილობის ფაქტზე გენერალურ ინსპექციას მიმართავს და აცხადებს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მამუკა თურმანიძის საქმეზე გამოძიება ფაქტობრივად შეჩერებულია. მიუხედავად იმისა, რომ ავარიიდან უკვე 14 დღე გავიდა შესაბამისი ექსპერტიზები არ ტარდება.

მამუკა თურმანიძე, ორი კვირის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა. ის ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება. 

ადვოკატი აცხადებს, რომ ადგილი აქვს გულგრილობას. 

პაატა შავაძე ასევე ითხოვს დადგინდეს ვინ დგას საქმეში ფიგურანტი პირის, არმაზ ძირკვაძის უკან და ვინ მფარველობს. 

''სხვა თემა არის არაეფექტური გამოძიება, მაგრამ რაც ვნახე და მოვისმინე აქ უკვე ეფექტურობაზე და არაეფექტურობაზე საუბარი  ზედმეტია. გამოძიება საერთოდ არ მიმდინარეობს, ანუ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა დღემდე დანიშნული არ არის, რითაც მიყენებული დაზიანების სიმძიმე უნდა განისაზღვროს. სამედიცინო დაწესებულებიდან არ გამოუთხოვიათ დოკუმენტაცია. ეს ადამიანი საავადმყოფოშია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი და ელემენტარული ყურადღება, რასაც ოჯახი ითხოვს, ვერ მიიღეს. 

ბრალეულობის დამადასტურებლად, შემთხვევის დღეს, უნდა დანიშნულიყო ავტოტექნიკური ექსპერტიზა.  ვის იგდებენ სასაცილოდ, ოჯახს, კანონს, სახელმწიფოს, თითოეულ ჩვენგანს? მიკვირს საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის.

ჩვენი მოთხოვნაა, სასწრაფოდ დაინტერესდეს გენერალური ინსპექცია ვინ არის არმაზ ძირკვაძე, ვინ დგას ამ საქმის უკან და ვინ მფარველობს მას. მოვითხოვ გენერალურმა პროკურატურამ დაიწყოს სასწრაფოდ გამოძიება, პასუხი მოეთხოვოს ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებული არის ამ მლიქვნელობით და გამოძიების ჩიხში მოქცევით.

ოჯახს უკვე ეჭვი უჩნდება, ხომ არ არის ეს განზრახვით გამოწვეული ქმედება. ვინმეს ხომ არ სურდა მაღალჩინოსნის ფიზიკური ლიკვიდაცია. ამდენი უყურადღებობა ასე შეჩერებული გამოძიება, საქმისადმი მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად არაფერი გაკეთებული არ არის.'' - განაცხადა პაატა შავაძემ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი