ხაზარაძე-ჯაფარიძის პროცესი

06 დეკემბერი 2021, 19:22 1235 ნახვა

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მისი, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმე იყო აღძრული. როგორც ხაზარაძე აცხადებს, ორივე ბრალდება  აბსურდული იყო. დღევანდელ სასამართლოზე „ლელოს“ ლიდერმა ჩვენება დაიწყო 2007 წლის გახსენებით, როდესაც მისი თქმით, „თბს ბანკი“ მილიონობით ინვესტიციებს იზიდავდა, მათ კი ლიცენზიასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა პრობლემები შეუქმნა. პრობლემის მოსაგვარებლად, ხაზარაძის განცხადებით, საჭირო იყო დამატებითი თანხების მოზიდვა. ასევე, მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემოუთვალეს, რომ ბანკი გაეყიდათ. ბრალდებულის თქმით, მათ დაიწყეს დამატებითი თანხების მოძიება ერთ-ერთ კომპანიასთან, თუმცა პერიოდულად სახელმწიფოსგან პრობლემები ექმნებოდათ. საბოლოოდ კი დამატებითი თანხების მოძიება შეძლეს, თუმცა ერთ-ერთი სესხის გადასაფარად, კომპანია „სამგორის“ დამფუძნებლისგან მიიღეს დაახლოებით 17 მილიონი დოლარის სესხი. ამ სესხის დაბრუნებაზე კი პრობლემები რამდენიმე თვეში, 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყების და სექტემბერში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო შეიქმნა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში