ვარშანიძის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა გრძელდება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ასფალტს სულაბერიძისა და შავშეთის ქუჩებს შორის მონაკვეთში აგებენ. ამავე ქუჩის რამდენიმე მონაკვეთზე ორმული შეკეთებაც მიმდინარეობს.
სამუშაოების ღირებულება 807 ათას 438 ლარია.
ინფორმაცია და ვიდეო მასალა მერიამ მოგვაწოდა.