ხმაური და დაპირისპირება იყო ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე, სადაც თავმჯდომარედ კვლავ დავით მჭედლიშვილი აირჩიეს. მან მმართველი პარტიის 24-ვე დეპუტატის ხმა მიიღო. ქობულეთის ახალი მოწვევის საკრებულო სულ 39 წევრისგან შედგება. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 13 მანდატი აქვს, გახარიას პარტიას 2. ქართული ოცნება კი აქ 24 წევრითაა წარმოდგენილი.