გერმანიაში, ანგელა მერკელის გაცილების ცერემონიალი გაიმართა

03 დეკემბერი 2021, 00:25 1013 ნახვა

გერმანიაში, ანგელა მერკელის გაცილების ცერემონიალი გაიმართა. 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, გერმანიის კანცლერი სამხედრო ცერემონიალის თანხლებით გააცილეს.

ანგელა მერკელმა მადლობა გადაუხადა გერმანელებს და მათ მოუწოდა, ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი გერმანიის მომავლის მიმართ.

გერმანიის ახალ კანცლერს ბუნდესტაგი 8 დეკემბერს დანიშნავს. ეს სოციალ-დემოკრატების ლიდერი ოლაფ შოლცი იქნება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში