არ არის გამორიცხული საკადრო საკითხები ხვალინდელ პირველ სხდომაზე საკრებულოში ვერ მიიღონ, რადგან ამისთვის საჭირო ხმები ერთმანეთთან შეთანხმების გარეშე, არც ერთს აქვს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ,რომ გახარიას პარტიასთან კონსულტაციები არ ჰქონიათ და მხოლოდ საჯარო განცხადებებით შემოიფარგლა ექსპრემიერის პარტია. ისინი ხვალიდნელ სხდომას დაესწრებიან და არც იმას გამორიცხავენ, კრიზისის შემთხვევაში დღის წესრიგში დადგეს ვადამდელი არჩებები.