ე.წ. პიჯაკების საქმე - მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

02 დეკემბერი 2021, 15:06 831 ნახვა

„უსამართლობას მე ვერ მივიღებ, შეურაცხყოფას მე ვერ მივიღებ, სააკაშვილთან სიტყვა „კორუფციის“ ხსენებას მე ვერ მივიღებ,“ - ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თანხის გაფლანგვის სასამართლო სხდომაზე. სააკაშვილის მიმართვა დღეს უფრო ვრცელი იყო, ვიდრე 7 ნოემბრის პროცესზე.

ბრალდებული ექსპრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სიტყვიერი დაპირისპირება იყო ადვოკატებსა და პროკურორებს შორის.  

“პედესტალიდან საუბარი უნდა გეუხერხულებოდეთ” – ასე მიმართა ადვოკატმა ბექა ბასიალაიამ ერთერთ პროკურორს. მან გიორგი მუჯირი ხელისუფლების პროპაგანდისტად მოიხსენია და მისი აცილება მოითხოვა.

მხარეების  შუამდგომლობები მოსამართლე  ბადრი კოჭლამაზაშვილმა არ დააკმაყოფილა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში