შტორმმა ქობულეთის ბულვარის რამდენიმე მონაკვეთზე ინფრასტრუქტურა დააზიანა

02 დეკემბერი 2021, 11:59 939 ნახვა

უამინდობამ აჭარაში პრობლემები შექმნა. შტორმმა ქობულეთის ბულვარის სხვადასხვა  მონაკვეთზე ინფრასტრუქტურა დააზიანა. მათ შორის რამდენიმე ადგილას ჩამონგრეულია ჯებირი. დაზიანდა სანაპირო ზოლში მდებარე მსუბუქი ნაგებობები და მწვანე ნარგავებიც. 

ქობულეთის ბულვარის ზოლის სამშენებლო სამუშაოები 2 წლის წინ შესრულდა და 7 მილიონი ლარი დაიხარჯა.

მერიაში ამბობენ, რომ ზარალს შეისწავლიან და ამინდის გაუმჯობესების შემდეგ გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება. სანაპიროზე ამ წუთებშიც შტორმული ვითარება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში