თურქული ლირა დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა. პირველ დეკემბერს ერთი ამერიკული დოლარი 14 თურქული ლირა ღირდა.
წლის დასაწყისიდან დღემდე, თურქეთის ეროვნული ვალუტა 45%-ით გაუფასურდა. მხოლოდ ნოემბერში ლირა დოლართან მიმართებით 28%-ით გაიაფდა.
ლირის გაუფასურებას თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას უკავშირებენ, რასაც ეკონომისტების ნაწილი არ ეთანხმება.თურქეთის ლიდერი არჩეული კურსის გადახედვას არ აპირებს.
ვალუტის გაუფასურების ფონზე თურქეთში ინფლაცია 20%-ს აღწევს.