ივანე ჩხაიძის განცხადებით, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფს ექნება რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდეგ უვადო „მწვანე პასპორტის“ იდეა.
მისივე თქმით, მართებულია ეს ვადა 6 თვემდე შემცირდეს.
''ჩვენ ვთვლით, რომ 6-თვიანი პერიოდი ამ საკითხში არის ის, რაც ახლა სჭირდება საქართველოს“, - განაცხადა ჩხაიძემ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ''მწვანე სტატუსი'' ენიჭება პირს, რომელსაც კორონავირუსი გადატანილი აქვს. თავდაპირველად საუბარი იყო 6 თვიან ვადაზე.