დავა საკუთრებისთვის მეზობლებს შორის

30 ნოემბერი 2021, 19:48 411 ნახვა

მეზობლების დავა უკანონო მშენებლობაზე. ციხისძირის  #14 ნომერში მცხოვრები, ემილია კალეჩიცი ამბობს, რომ მის კუთვნილ ტერიტორიას თვითნებურად ითვისებენ ასევე, საერთო მნიშვნელობის  საფეხმავლო ბილიკს და სამანქანე გზის ნაწილს, სადაც სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამოძახების შემთხვევაში, ისინი ვერ შეძლებენ შესვლას. საუბარია 80-კვადრატულ ფართობზე, სადაც მომჩივანი და მისი ხანდაზმული დედა ერთად წლებია ცხოვრობენ. ემილია კალეჩიცი აცხადებს, რომ მან 2008 წელს კანონიერად დაირეგისტრირა მისი კუთვნილი ფართი. ასევე 2001 წელს მოახდინა არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის პრივატიზაცია. კალეჩიცების ოჯახი, დაახლოებით 50-წელია, რაც აქ ცხოვრობს.  ამის დასადასტურებლად, სახლის ნახაზი და საჯარო რეესტრის მიერ გაცემულ  დოკუმენტები გვიჩვენა. მშნებელობა  რომ უკანაონოა, ადასტურებენ ქობულეთის მერიაში და ამბობენ, რომ დამრღვევი 2-ჯერ დაჯარიმდა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში