საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესები იყო საუბრის თემა ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებისა და არჩილ თალაკვაძის შეხვედრაზე. დისკუსია დახურულ კარს მიღმა წარიმართა. მხარეებმა ნატო-ს დაგეგმილ სამიტზე ოკუპაციასა და რუსეთის უკანონო ქმედებებზე, ასევე საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს. ვიზიტის განმავლობაში განსახილვევი ერთ-ერთი მთავარი საკითხი რიგაში დაგეგმილი ნატოს მინისტერიალია, რომელიც დღეს გაიხსნება და მონაწილეობას საქართველოც იღებს.