ავიაკატასტროფა აზერბაიჯანში

30 ნოემბერი 2021, 18:34 1382 ნახვა

14 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა აზერბაიჯანში ავიაკატასტროფის შედეგად. აზერბაიჯანში სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა. უბედური შემთხვევა ბაქოსთან ახლოს ხიზის რაიონში სამხედრო პოლიგონზე საწვრთნელი ფრენის დროს მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივი მედია  იუწყება. დაღუპულები  სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები არიან,  დაშავებულები  საავადმყოფოში გადაიყვანეს. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.  გარდაცვლილების ოჯახებს უკვე მიუსამძიმრეს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მეჰრიბან ალიევამ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში